ჟურნალი BIZ Experiences ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციისთვის საქართველოს რეგიონებში აქცია "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ჟურნალი BIZ Experiences იწყებს ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციის გატანას საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ვაცხადებთ აქციას "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა", რომელიც გულისხმობს ჟურნალების მიწოდებას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის.
BIZ Experiences-ის ერთგულ მკითხველს და პოტენციურ ხელმომწერს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ამ ეროვნულ საქმეში, რაც რეგიონებში არსებულ სოფლის ბიბლიოთეკებს ბიზნესლიტერატურით გამდიდრებაში დაეხმარება.
აქცია "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"
ჟურნალი BIZ Experiences აქციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.
ხელმომწერის მიერ ჟურნალის 1-წლიანი ხელმოწერის შემთხვევაში, ავტომატურად მოხდება მეორე ხელმოწერის რეგისტრაცია სოფლის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ჟურნალის ახალ გამოცემებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.
როგროც საბიბლიოთეკო ასოციაციამ განაცხადა, ეს იქნება ერთადერთი თანამედროვე, ინსპირაციული და საგანმანათლებლო ბინზეს რესურსი ახალგაზრდებისთვის რეგიონებში.
ხელმოწერების ზრდის პროპორციულად, გაიზრდება ბენეფიციარი ბიბლიოთეკების დაფარვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელმომწერს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს ბენეფიციარი ბიბლიოთეკა (შესაძლოა საკუთარ სოფელში), ან ჩვენ მოგვანდოს არჩევანი. უპირველესად, შეირჩევიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკებს და მაღალმთიანი სოფლის ბიბლიოთეკებს. საბოლოოდ, ჩვენი ამბიციური გეგმა მოიცავს ჟურნალი BIZ Experiences-ის ყველა ბიბლიოთეკაში მოხვედრას, მთელი საქართველოს მასშტაბით.
აქციაში თითოელი თქვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეოგვიერთდი, ჩვენს შენ გვჭირდები!