თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

TBC

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი.

ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის:

  • თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;
  • თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად;
  • ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას;
  • სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს:

შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;

  • სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;
  • წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.

პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება.

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - tbcmortgage.ge .

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს