თიბისი მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თიბისი

თიბისი ნებისმიერ მსურველს, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს, სტარტაპ კურსზე ეპატიჟება. კურსის მიზანია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალებმა ცოდნა და უნარები გაუზიარონ.

სტარტაპის დასაწყებად სპეციფიკური ცოდნა და უნარებია საჭირო, სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი.

კურსის მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა სტარტაპერებს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე.

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

  • სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია

ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე. დაწვრილებით ინფორმაციას ლექციების და მენტორების შესახებ გაეცანით.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს