"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" გაიხსნა CSRDG-ის ორგანიზებით ფორუმი 2012 წლიდან ტარდება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, რიგით მერვე "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" იმართება. ფორუმის ორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). CSRDG-ს ორგანიზებით "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, სოციალური მეწარმეებსა და თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის გარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა საქართველოში.

წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემებია გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, კამპანია "დააჩქარე ცვლილებების" ფარგლებში არსებული შედეგების გაცნობა, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გამოწვევების აღწერა, გაზიარება, რესურსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული წყაროებისა და შემოსავლის დიფერენცირების მეთოდების გაცნობა.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2019"-ზე, გამოვლინდება - წლის სოციალური საწარმო. ნომინაციაზე წარდგენილნი არიან საწარმოები: ბაბალე, დადარი და გუმბათი. გამარჯვებულს ფორუმის მთავარი პარტნიორი - საქართველოს ბანკი, წამახალისებელ თანხობრივ დაფინანსებას გადასცემს 4000 ლარის ოდენობით.

ასევე მხარდამჭერის ამპლუაში წლევანდელ ფორუმს უერთდება სოციალური საწარმო "კოდალა", რომელიც თავის რჩეულს გამოავლენს ნომინაციაში - "კოდალას რჩეული" და გადასცემს წამახალისებელ პრიზს - 1000 ლარის ოდენობით.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2019-ის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
მთავარი მხარდამჭერია თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ღონისძიების ვერცხლის სპონსორია FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველო და
მხარდამჭერია კოდალა - Kodala

მედია მხარდამჭერი: BIZ Experiences Georgia

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს