შეზღუდვებიდან გამოსვლის პოლიტიკა - შვეიცარია! ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences Georgia

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს მარტის თვეში მიაღწია. შვეიცარიის მთავრობამ პრევენციული, შეზღუდვების პოლიტიკის გატარება თებერვალშივე დაიწყო, თუმცა გატარებული პოლიტიკა არაეფექტური გამოდგა და მარტში მისი გამკაცრება გახდა საჭირო. მარტის შუა რიცხვებიდან ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების, ბარებისა და თავშეყრის სხვა ადგილების დახურვის შესახებ. 20 მარტს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, ფედერალურმა საბჭომ თავი შეიკავა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისაგან. მეტიც − ეკონომიკური სექტორების ნაწილმა საქმიანობა შეზღუდვების გარეშე გააგრძელა. 27 აპრილიდან მცირე, პერსონალური სერვისის მიმწოდებელ ბიზნესს ეკონომიკური აქტივობის აღდგენის საშუალება მიეცემა (თმის, ტატუირებისა და კოსმეტიკური სალონები). შეზღუდვები შეუმსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებებსაც, რომელთა მესვეურებიც შეძლებენ განაახლონ არასასწრაფო და გეგმიური საქმიანობანი. იგეგმება სამშენებლო მასალებისა და ყვავილების მაღაზიების გახსნაც. პარალელურად, საცალო, არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიებიც განაახლებს ეკონომიკურ საქმიანობას. თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა, 11 მაისიდან შვეიცარიის სკოლები სავალდებულო საგანმანათლებლო საქმიანობას განაახლებს. ასევე, სრულად გაიხსნება სავაჭრო მაღაზიები და ბაზრები. ფედერალური საბჭო დეტალურ გადაწყვეტილებას მეორე ფაზის შესახებ 29 აპრილს მიიღებს.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს