საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BOG

Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა.

"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Raiffeisen Bank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2020 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს'', - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Raiffeisen Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს გამართული STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის ენიჭებათ.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს