საქართველოს ბანკის, USAID-ისა და EFSE BIZ Experiencesship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE BIZ Experiencesship Academy-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი "ბიზ-ლინკი", რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები.

პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდა.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს