საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" პირველ Pitch Day-ს მართავს

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თიბისი

პირველი Pitch Day - სტარტაპების პრეზენტაციების დღე, დღეს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.

პირველი Pitch Day ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა "სტარტაპერი".

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს