რედაქტორები: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი! 2019 წლის 9 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალის ციხეში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

საქართველოში გამოცემული ჟურნალების რედაქტორები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

2019 წლის 9 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალის ციხეში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება.

ქართველი ექიმი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი არ აღიარა, რაც მისი თავისუფლების გარანტი გახდებოდა და სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმის გათავისუფლების საქმეში ჩართულია ყველა – როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სამსახურები. თუმცა, მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს და ბეჭდური მედიის წარმომადგენლების მოვალეობაა, ვიზრუნოთ საქართველოს მოქალაქეზე და მოვითხოვოთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნა.

ყოველი დღე და საათი მნიშვნელოვანია ასეთ დროს. უკიდურეს სისასტიკედ მიგვაჩნია ექიმის დაპატიმრება, ადამიანის რომელიც მძიმე პაციენტის გადასარჩენად იყო ჩასული.

მოუთმენლად ველით მის ოჯახში დაბრუნებას!

ნინო ჯიბლაძე, მთავარი რედაქტორი, ჟურნალი OK!

გიორგი ისაკაძე, მთავარი რედაქტორი, ჟურნალი Forbes Georgia

გიორგი შარაშიძე, მთავარი რედაქტორი, ჟურნალი BIZ Experiences Georgia

ეკა ხოფერია, მთავარი რედაქტორი, ჟურნალი "სითი"

მარიამ სპარსიაშვილი, აღმასრულებელი რედაქტორი, ჟურნალი Forbes Woman Georgia

ქეთა ლომიძე, არტ დირექტორი, ჟურნალი Forbes Woman Georgia

ელენე კვანჭილაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, ჟურნალი Forbes Georgia

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს