"პოსტრედი" ჰოლივუდის ორ სტუდიას - Paramount Pictures-ს და A24-ს გაუწევს მომსახურეობას

By Aleksandre Siradze

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

USAID

USAID-ის მხარდაჭერით კომპანია "პოსტრედმა" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კომპანია მომსახურეობას გაუწევს ჰოლივუდის ორ სტუდიას - Paramount Pictures-ს და A24-ს.

"პოსტრედი" ჰოლივუდის ორი ახალი ფილმის აუდიო გახმოვანებას უზრუნველყოფს. ეს ფილმებია "კივილი 5" და "C'mon,C'mon", რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ამ ფილმების პრემიერა მომავალ წელს შედგება და გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

USAID "პოსტრედს" მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ამასთანავე ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის - Trusted Partner Network სერტიფიკატის მიღებაში.

სერტიფიცირების შემდეგ, "პოსტრედი" გახდება ამერიკის კინო ქსელის წევრი, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას იმუშაოს დიდ სტუდიებთან და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში.

Aleksandre Siradze

BIZ Experiences Staff

Journalist & Executive Director