ინოვაციური სასათბურე მეურნეობა "ჭკვიანი აეროპონიკა" გაიცანით კომპანია "ჯი ეს ეი ტექნოლოგიები"

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია.

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "ჯი ეს ეი ტექნოლოგიები" მიზნად ისახავს, საქართველოში პირველად დანერგოს სოფლის მეურნეობის 100 %-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის ეფექტურობის წყაროა აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა (software).

პროექტის ინოვაციურობა, რომელიც ტექნოლოგიის დატესტვის პერიოდში გამოიკვეთა, არის ის, რომ მსგავს ტექნოლოგიებში "ჭკვიანი აეროპონიკა" პირველია, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.

კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა და ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ბაზრების ათვისება.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს