გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში "ვივა დეველოპმენტისგან".

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია ვესტერნ იუნიონის, რიკოგრამის, მანიგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესის, ზოლოტაია კორონას, უნისტრიმის ან რიას მეშვეობით.

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული − თებერვლისა და მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი − თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს