გამარტივებული ანაზღაურების პროცესი თიბისისგან საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადა 3 დღემდე შემცირდა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

თიბისი

თიბისიმ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას.

თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის იმ მომხმარებლებზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი.

3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი. ამასთან უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5 და 10 ლარიანი ნაკრებები და კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი.

აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს