BIZ Experiences ახალ პროექტს იწყებს! გაიცანით Book & Wine!

By BIZ Experiences-ის გუნდი

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences

ჟურნალი BIZ Experiences ქმნის წევრობაზე დაფუძნებულ პლატფორმას ლოიალური მკითხველებისთვის, ვისაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად...

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს მუდმივად განვითარდეს, უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, გარე სამყარო და ყოველთვიურად გაეცნოს საინტერესო ლიტერატურას სპეციალურად შერჩეულ ხარისხიან ქართულ ღვინოსთან ერთად.

წამოწყება მხარს უჭერს როგორც ქართული წიგნის გამომცემლებს, ისე ქართული ღვინის მწარმოებლებს. ასე რომ, თქვენს მიერ განხორციელებული შენაძენით არა მხოლოდ საკუთარ სულიერ სამყაროს, არამედ ქართველ ანტრეპრენერებსაც გაამდიდრებთ და საკუთარ წვლილს შეიტანთ ქართული ბიზნესის განვითარებაში. დახმარება და წახალისება კი მათ დღეს ძალიან სჭირდებათ.

ყოველთვიური საწევროს – 25 ლარის სანაცვლოდ მკითხველი მისთვის სასურველ მისამართზე ჟურნალ BIZ Experiences-ის ახალ ნომერთან ერთად მიიღებს ახალ ღვინოს და ახალ წიგნს, რომელსაც ექსკლუზიურად კლუბის წევრებისთვის შეარჩევს და რეკომენდაციას გაუწევს BIZ Experiences-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე.

წიგნების შერჩევა, ძირითადად, მოხდება ბიზნეს ლიტერატურიდან, ასევე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ავტობიოგრაფიული ჟანრიდან, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ადამიანის ტრანსფორმაციასა და ჰარმონიულ განვითარებაზე.

კლუბის წევრებს წინასწარ გაეგზავნებათ შეტყობინება შერჩეული წიგნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბის წევრს უკვე წაკითხული აქვს იგივე წიგნი ან სხვა მიზეზით არ სურს შემოთავაზებული წიგნი, მას მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება დამატებით მინიმუმ ორი წიგნიდან, საიდანაც წევრი თავად აირჩევს მისთვის სასურველ წიგნს, რომელსაც ჟურნალთან ერთად მითითებულ მისამართზე მიიღებს, გამოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

მაშ ასე! გახდი BIZ Experiences-ის ახალი ექსკლუზიური კლუბის Book & Wine წევრი, იკითხე ჩვენთან ერთად საუკეთესო წიგნები, საუკეთესო ჟურნალი BIZ Experiences და ისიამოვნე საუკეთესო ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არომატითა და უნიკალური გემოებით.

და მაინც, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ – რა შედის 25 ლარში?

  • წიგნი
  • ჟურნალი
  • ღვინო

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლუბის წევრები თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

მსურველებს BIZ Experiences Shop-ის ვებგვერდიდან ხანგრძლივი ხელმოწერის გარდა შეუძლიათ ერთჯერადად შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნისა და ღვინის კომბინაცია სხვადასხვა საფასო კატეგორიაში.

Book & Wine პაკეტის შეძენა შესაძლებელია ბმულზე!

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი