''ემბისიმ'' 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

MBC

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისიმ" 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, "ემბისის" მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, საშეღავათო პერიოდით ივნისის ბოლომდე ისარგებლონ. საშეღავათო პერიოდი გავრცელდება როგორც სესხის ძირზე ასევე პროცენტზე.

"ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ერთ-ერთმა პირველმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკმაყოფილებინა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომელიც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მივიღეთ.

საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ოფისებში ვიზიტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ შეღავათით სარგებლობა არ გამოიწვევს ემბისის მომხმარებლებისთვის სესხების გაძვირებას, ან მათი ყოველთვიური გადასახდელების გაზრდას. ჩვენ გვჯერა, რომ ურთიერთთანადგომით ყველა სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი" - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს