''ელექსირის'' მორიგი წარმატება! ქართულმა სტარტაპმა ამერიკული ლიცენზია მოიპოვა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

"ელექსირის" მაღალტექნოლოგიურმა საწარმომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი წარმატებით გაიარა და შედეგად NSF-ის ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

NSF არის დამოუკიდებელი, ფედერალური სააგენტო, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლის მიზნით. სააგენტო დღესდღეობით ყოველწლიურად 170-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ტესტირებებსა და შემდგომ ახორციელებს მონიტორინგს რათა დარწმუნდეს, რომ სერტიფიცირებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამება NSF-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება ნიშნავს, რომ "ელექსირის" საწარმოო სტანდარტი უზუნველყოფს მწარმოებლის მხრიდან ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სრულ შესაბამისობაში მოდის კვების უსაფრთხოების რეგულაციებთან.

ყოველივე ზემოთ აღნიშული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ელექსირის" მიერ წარმოებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ადამიანებისთვის, რაც ერთიორად ზრდის მომხმარებლის ნდობის ხარისხს.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს