დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ''Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს'' გამართავს

By BIZ Experiences-ის გუნდი

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, "Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს" გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.

ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a

Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:

  • საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი
  • გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის
  • ბიზნესისთვის საჭირო სერვისები
  • ყიდვის ახალი გამოცდილება
  • ქართული ენის ტრანსფორმაცია
  • სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს