ჩინეთის ხომალდმა მარსის ორბიტას მიაღწია ეს მხოლოდ დასაწყისია

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

BIZ Experiences.ge

პირველი წარმატებული არაბული კოსმოსური მისიიდან მალევე, ჩინეთი რიგით მეექვსე სახელმწიფო გახდა რომლის ხომალდმაც მარსის ორბიტას მიაღწია.

ჩინეთის კოსმოსური ხომალდი Tainwen-1, ერთ-ერთია დედამიწიდან გაგზავნილ იმ ხომალდთა შორის, რომელიც წითელ პლანეტის კვლევის, ამ ურთულესი მისიის შესრულებას შეუდგება.

მარსის რთული რელიეფის და მასზე სიცოცხლის პოტენციური ნიშნების შესწავლაში, ჩინეთს სპეციალური მავალი (როვერი) დაეხმარება, რომელიც რამდენიმე თვიანი მუშაობის და მოპოვებული მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნის შემდეგ - მარსზე არსებული ატმოსფერული წნევის გამო მწყობრიდან გამოვა.

ჩინელებისთვის, აღნიშნული პროცესი მხოლოდ დასაწყისია. მაისში ისინი კვლავ გეგმავენ მარსზე ყველგანმავალის მეშვეობით დამატებით ეძიონ მიწისქვეშა წყლებისა და სიცოცხლის სხვა ფორმების ნივთიერი მტკიცებულებები.

საინტერესოა რა შედეგებს გამოიღებს ახალი ექვსეულის კონკურენცია დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიების პროცესში.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს