Biletebi.ge განახლებულ პლატფორმას აანონსებს
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ბილეთების გაყიდვის პირველი პლატფორმა საქართველოში - Biletebi.ge უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება.
კომპანია ახალ ეტაპზე გადადის და განახლებული პლატფორმის ამოქმედებას აანონსებს. ვებ-გვერდის მომხმარებლებისთვის თეატრის, კინოს, ტრანსპორტის, სპორტული ღონისძიებების და კონცერტების ბილეთების შეძენა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება.
ცვლილების მიზეზი Biletebi.ge-ის და Digital Area-ს დაპარტნიორებაა. ახალი თანამშრომლობის პირობებში, განვითარებაზე განახლებული გუნდი იზრუნებს. კომპანიაში სჯერათ, რომ ეს სიახლე სრულად შეცვლის ონლაინ ბილეთების ბაზარს.