5 ქართული ბრენდი, რომლებიც შავი პარასკევის კვირეულში ხელნაკეთ ნივთებზე გთავაზობენ ფასდაკლებას

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

უკვე შეადგინეთ საყიდლების სია და ჩაებით საახალწლო სამზადისში?
შავი პარასკევის ფასდაკლებების კვირეული შესანიშნავი დროა შეარჩიოთ საჩუქრები და სასურველი ნივთები თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის - თანაც, ხელსაყრელ ფასად.

სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ქართულ ბრენდს, რომლებიც აწარმოებენ ხელნაკეთ პროდუქციას და წარმოდგენილები არიან BIZ Experiences Shop-ზე განსაკუთრებული შეთავაზებით.


1. ჩუ ••• ინკლუზიური სამაგიდო თამაშების სოციალური საწარმოა. საწარმოს მიზანია, ამ თამაშების საშუალებით, სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს შორის შორის კომუნიკაცია გაამარტივოს. საწარმოს პირველი პროდუქტია სამაგიდო თამაში "ჩუ", რომელიც ჟესტური ენის პრინციპს ეყრდნობა. ამ თამაშის საშუალებით, ავტორები ჟესტური ენის პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად. თამაშის დასრულების შემდეგ, უკვე 32 ქართული ჟესტური სიტყვა გეცოდინებათ. თამაში 6 წლიდან ნებისმიერი მოზარდისა და ზრდასრულისთვის სახალისო და შემეცნებითია. ფასდაკლების კვირეულში სამაგუდო თამაშს BIZ Experiences Shop-ზე 20%-იანი ფასდაკლებით, 28 ლარის ნაცვლად - 22 ლარად და 40 თეთრად შეიძენთ.



2. არც ჩვენი საყვარელი, ერთგული მეგობრები დარჩებიან ახალ წელს საჩუქრის გარეშე! რადგან კომპანია ჯანგო ფეთს BIZ Experiences Shop-ზე -30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. კოლექციაში წარმოდგენილია ხელით ნაქსოვი, ფუმფულა და თბილი სვიტერები, კაშნეები და სხვა აქსესუარები თქვენი შინაური ცხოველებისთვის, რაც მათ ცივი ზამთრის ნებისმიერ ამინდს თბილად და კომფორტულად გაატარებინებს.



3. წინ არაერთი წვიმიანი და ღრუბლიანი დღე გველის. თუმცა, რეინბოუ დიზაინის ხელნაკეთი, ფერადი საწვიმარი ლაბადებით ნებისმიერ მოჟამულ ამინდში მზესავით გამოანათებთ. BIZ Experiences Shop-ზე ლაბადებზე -25% მდე ფასდაკლება დაგხვდებათ.



4. Nano Art Home გთავაზობთ ხისა და სხვა ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ნაკეთობებს, სუვენირებსა და აქსესუარებს. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს კრეატიული, ხარისხიანი, და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ხის ნაწარმი დამუშავებულია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული ცვილით და ცვილოვანი ზეთებით: გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური და ბუნებრივი კომპონენტები. Nano Art Home-ის პროდუქცია BIZ Experiences Shop-ზე 10 დღის განმავლობაში -15%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.



5. "ბებიას" - ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს. ისინი სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევენ გამოიმუშავონ შემოსავალი საყვარელი საქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნიან მაღალი ხარისხის ზამთრის სუსხიანი დღეები მალე დაგვიდგება ? მოიმარაგეთ ბებიების ხელით მოქსოვილი, უთბილესი ქუდები BIZ Experiences Shop-ზე 25-დან 27 ნოემბრის ჩათვლით 49 ლარის ნაცვლად 34 ლარად

შეარჩიეთ ხელნაკეთი ნივთები ფასდაკლებით BIZ Experiences Shop-ზე და ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით მთელი თბილისის მასშტაბით.
ხელნაკეთი ნივთების გარდა, BIZ Experiences Shop-ზე სხვა არაერთ საინტერესო პროდუქტზე ნახავთ ხელსაყრელ ფასს. გვეწვიე და შეარჩიე სასურველი ნივთები მხოლოდ ქართველი მწარმოებლებისა და ანტრეპრენერებისგან.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს