CityPay.io აანონსებს Tether (USDt) Polygon PoS Network-ზე მხარდაჭერას იქმნება გაუმჯობესებული ტრანზაქციების შესაძლებლობება ათასობით ახალი ბიზნესისა და მომხმარებლისთვის დსთ რეგიონში

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

CityPay.io, კრიპტოვალუტის დახმარებით პროდუქტისა და მომსახურების მიღების საშუალებაა რეგიონში, დღეიდან აანონსებს Tether (USDt) მხარდაჭერას Polygon PoS ქსელში, Etherium მასშტაბირებით.

დღეიდან CityPay.io-ს მომხმარებელს შეუძლია შეუფერხებლად გამოიყენონ Tether (USDt). ის აერთიანებს Tether-ის სტაბილურობას Polygon PoS ქსელის სიჩქარესა და ეფექტურობას, რაც ერთობლივად საჭირო გადაწყვეტას ქმნის ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის.

"მოხარულები ვართ, რომ შემოვიტანოთ Tether (USDt) Polygon PoS ქსელში CityPay.io-ს მეშვეობით, რაც ჩვენს მომხმარებლებს შეუქმნის შეუფერხებელ გამოცდილებას სტაბილური კრიპტოვალუტის გამოყენებით", - თქვა ერალფ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. "ეს ინტეგრაცია კიდევ ერთი მაგალითია, რომ თანდათან ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს - შემოგთავაზოთ უფრო და უფრო მეტი გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ბიზნესებს გამოიყენონ კრიპტოვალუტის სრული პოტენციალი ყოველდღიურ გამოყენებაში."

CityPay.io-ს მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტის ეკოსისტემის ზრდას და განვითარებას და ეს ინტეგრაცია ამ მისიისკენ მიმავალი გზის ნაწილია. მომხმარებლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ გამოიყენონ Tether (USDt)-ის უპირატესობები Polygon PoS ქსელში, CityPay.io გზას უხსნის უფრო ეფექტურ და ხელმისაწვდომ კრიპტო ეკონომიკას.

BIZ Experiences-ის გუნდი

BIZ Experiences Staff

BIZ Experiences საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს