Sponsored Content

NASA Space Apps Challenge 2025 ზუგდიდში ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

2025 წლის 4–5 ოქტომბერს ზუგდიდი მსოფლიოში ყველაზე დიდ გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps Challenge უმასპინძლებს. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორი და მასპინძელი კი ალტე უნივერსიტეტი იქნება და მას პარტნიორობას ზუგდიდის ტექნოპარკი გაუწევს.

წლევანდელი ჰაკათონი - "Learn, Launch, Lead!" თემატიკის ქვეშ გაიმართება და მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, NASA-სა და მისი პარტნიორი სააგენტოების ღია მონაცემებზე დაყრდნობით იმუშაონ რეალურ, აქტუალურ გამოწვევებზე.

რა არის NASA Space Apps Challenge

NASA Space Apps Challenge საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური პროექტია, რომელსაც ორგანიზებას უწევს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA. ეს გლობალური ჰაკათონი 2012 წლიდან ტარდება და დღეისთვის მასში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

პლატფორმა ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია, კრეატიულობა და გუნდური თანამშრომლობა ერთიანდება. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი დღის განმავლობაში იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე, შექმნან პროტოტიპები და იპოვონ გადაწყვეტები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

როგორ მიმდინარეობს ჰაკათონი

Space Apps Challenge-ის მონაწილეები ერთიანდებიან გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მუშაობენ NASA-სა და მისი პარტნიორების მიერ მომზადებულ გამოწვევებზე. ეს გამოწვევები ჩამოყალიბებულია NASA-ს თემატური ექსპერტების (Subject Matter Experts, SMEs) მიერ და მოიცავს როგორც ტექნიკურ, ისე ვიზუალურ, ანალიტიკურ და იდეის დიზაინის მიმართულებებს.

გუნდები ქმნიან პროტოტიპებს ან კონცეფციებს და ტვირთავენ მათ ოფიციალურ პლატფორმაზე. პროექტები ფასდება როგორც ადგილობრივად, ასევე გლობალურად. ადგილობრივი გამარჯვებულები გადადიან გლობალურ ეტაპზე, სადაც NASA-სა და პარტნიორი სააგენტოების წარმომადგენლები ირჩევენ საუკეთესოებს. ყოველწლიურად ათი გუნდი იღებს გლობალურ ჯილდოს სხვადასხვა კატეგორიაში.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას - მოსწავლეს, სტუდენტს, პროგრამისტს, დიზაინერს, მონაცემთა ანალიტიკოსს, მკვლევარსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, განურჩევლად გამოცდილებისა. საჭირო არ არის სპეციალური ტექნიკური ცოდნა - მთავარია მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობის სურვილი. ჰაკათონზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 60-ია.

მონაწილეობის პროცესი მარტივია:

მსურველმა უნდა შექმნას პირადი ანგარიში ვებსაიტზე, დარეგისტრირდეს პროექტის მონაწილედ, ადგილობრივი ღონისძიებების ჩამონათვალიდან შეარჩიოს ქალაქი "ზუგდიდი" და რეკომენდირებულია, გაეცნოს რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას.

მონაწილეობა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი ყველასთვის ღიაა.

არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა, გახდე უდიდესი გლობალური ჰაკათონის მონაწილე, შეუერთდე ახალგაზრდებს, მეცნიერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიების მოყვარულებს, რათა ერთად შექმნათ მომავლის გადაწყვეტილებები.

ჰაკათონის ეტაპების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ალტე უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს. პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მიღება ამავე პლატფორმაზე პირადი შეტყობინების საშუალებით იქნება შესაძლებელი.